შოვში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შოვში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება. მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა სამაშველო ღონისძიებას აწარმოებენ, ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა და დრონები.

დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.

მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. ოფიციალური ცნობით, ამ დრომდე ეძებენ 17 ადამიანს. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

  • თუ ფლობთ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი