თბილისში, ლიბანის ქუჩაზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი წუხელ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე გაჩნდა.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 4 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. დაშავებულებს მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ და კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.