შოვში, სტიქიის ზონაში გუტაშვილების ოჯახის ორი წევრის, მეგი და გიგი გუტაშვილების ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. მარიტა გუტაშვილის ოჯახი 9 წევრს ეძებს.
სტიქიას ამ დროის მონაცემებით 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14-ის იდენტიფიცირება მოხდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე დღესაც გრძელდება. ოფიციალური უწყებების ცნობით, ეძებენ 16 ადამიანს.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. ოფიციალური უწყებების განცხადებით, ეძებენ 16 ადამიანის. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი.