ოზურგეთი-გომისმთას გზაზე, 8 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიშვება - გზების დეპარტამენტი

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით,  ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე,  2023 წლის 8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმით:

• ყოველი კვირის ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;
• შაბათს, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;
• კვირას, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია.
კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით

საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი