"ვინ გეკითხება შენ? იმდენი ბავშვი გადაგვირჩენია, შენ მასწავლი ბავშვის და ადამიანების გადარჩენას?"- მარტვილში, "ოცნების" ლხინის სუფრის მონაწილე ექიმი

გამოქვეყნდა:

ეს იყო მისთვის საიუბილეო თარიღი და რომ არ მივსულიყავი როგორ შეიძლებოდა ?- აცხადებენ მარტვილში მოქეიფე ადამიანები, რომლებმაც შოვის ტრაგედიის პარალელურად, 5 აგვისტოს რესტორან პლაზაში მოილხინეს. იუბილარი კი "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრი ზაზა რუხაია იყო. ლხინის სტუმრები მარტვილის მერი, მის მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად:

"60 წლის იუბილე გადაიხადა ადამიანმა, რომელიც იყო დიდი ხნით ადრე გადაწყვეტილი და 5 რიცხვში სუფრა გვქონდა ამის გამო დიდი ამბავია თუ რა არის? ვინ გეკითხება შენ? ჩემს მეგობართან რომელსაც ვაფასებ,  დაბადების დღე თვით ადრე იყო დაგეგმილი, მაგიდასთან რომ დავჯდე თქვენი საკითხავი ვარ? ... მე და ამ ხალხს იმდენი ბავშვი გადაგვირჩენია, შენ მე მასწავლი ადამიანების გადარჩენას?" ამბობს ლხინის სუფრის ერთ-ერთი სტუმარი. 
 

დროსტარებაზე უარი არ უთქვამს ოპოზიციის ზოგიერთ წევრსაც. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან გუშინ  შვილიშვილის ნათლობას ზეიმობდა. მძიმე დღეების მიუხედავად ქეიფიდან არც მუსიკალური ნაწილი ამოუღიათ. ლევან ანთაძე შვილიშვილის ნათლობას ადასტურებს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე კი მისივე თანაგუნდელის ქმედებას გმობს.

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი