მე-5-ე დღეა მთელი საქართველო სულისშემძვრელი ტრაგედიით ცხოვრობს. მეხუთე დღეა მაშველები მიწით დაფარულ დასახლებაში გაუჩინარებულ ადამიანებს ეძებენ, მათ შორის ბევრი ბავშვია. ამ დროისთვის ნაპოვნია 18 გარდაცვლილი, მათი ნაწილი იდენტიფიცირებულია, ნაწილის ამოცნობის პროცესი კი ქუთაისის პროზექტურაში მიმდინარეობს. წინ ჯერ კიდევ უზარმაზარი სამუშაოა, გამანადგურებელი სტიქიის შედეგად დაკარგულად მიიჩნევა 20-მდე მოქალაქე.
ავტორი: ზურა პეტროსიანი