უკვე მერამდენე სტიქიამ და ტრაგედიამ აჩვენა რომ ადამიანების სიცოცხლეც და იმედიც არა ხელისუფლებაზე არამედ გმირ მაშველებზე გადის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რიგით თანამშრომლებს, რომლებსაც ყველა შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად და შესაძლებლობების ზღვარზე უწევთ სტიქიის შედეგებთან გამკლავება ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა. ფაქტია სამაშველო სამსახური ქართული ოცნების პრიორიტეტთა ნუსხაში არასოდეს ყოფილა. მთავრობა მხოლოდ დაპირებებს გასცემს და რეალურად კი ამ სამსახურის გამართულად მუშაობისთვის არაფერს აკეთებს. მაშველებს არ აქვთ თანამედროვე აღჭურვილობა, ხშირად არც ეკიპირება, არავინ ზრუნავს მათ გადამზადებაზე და ანაზღაურებაც რისკებთან შედარებით მინიმალურია