საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეებს იხსენებენ ქალაქში, რომელიც ზუსტად 15 წლის წინ ცეცხლის ალში იყო გახვეული და საერთაშორისო კონვენციით აკრძალული კასეტური ბომბები ცვიოდა. გორში მოსახლეობამ დაღუპულ გმირებს ტრადიციული სანთლების აქციით პატივი მიაგო.
დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა.