მაშველებმა, ფოთში, ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

გამოქვეყნდა:

მაშველებმა, ფოთში, ზღვაში კიდევ ერთი, 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

არსებული ინფორმაციით, მეგობრები, 16 და 14 წლის მოზარდები ზღვაში ღამით საბანაოდ შევიდნენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ერთ-ერთის დედაც. 

16 წლის ბიჭის ცხედარი ზღვაში გუშინ ღამითვე იპოვეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი