ბორჯომში, მდინარე მტკვარში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვრიდან 60 წლამდე კაცის ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. ცხედარი თვითმხილველებმა მტკვრის პირას არსებული საჯომარდო ბანაკიდან შენიშნეს და 112-ს შეატყობინეს.

კაცის ცხედარი ამოცნობილია, ის ადგილობრივს ეკუთვნის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი