რეკომენდაციები ტყის ხანძრების პრევენციისთვის

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება. უწყება ამბობს, რომ ასეთ დროს განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს ტყის ხანძრების პრევენციისთვის:

  • ნუ დაწვავთ ნარჩენებს, მცენარეებს ან სხვა მასალებს ტყეში
  • ნუ გადააგდებთ ანთებულ სიგარეტს ტყეში
  • ნუ დაანთებთ ცეცხლს ტყეში, გამხმარი მცენარეებით მოფენილ ნიადაგზე
  • თვითაალების საშიშროებიდან გამომდინარე, მოერიდეთ ტყეში ან მის სიახლოვეს ნარჩენების დაყრას
  • ყურადღება მიაქციეთ ტყის მიმდებარედ ამკრძალავ ნიშნებს

უწყება მოქალაქეებს სთხოვს დაიცვან ტყეში ქცევის წესები და გაუფრთხილდნენ გარემოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  მიმდინარე კვირაში, ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, +39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +39, +41◦C-ს მიაღწიოს.

ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38◦C, მაღალმთაში +28, +33◦C მდე მოიმატებს. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი