ვაჟკაცურად იბრძოლეს და დაიღუპნენ, ცხინვალელები იყვნენ და ცხინვალში დარჩნენ - ძმები რომელაშვილების მამა

გამოქვეყნდა:

ძმები, გიორგი და გელა რომელაშვილების მამა 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს. ოჯახმა აგვისტოს ომში ორივე შვილი დაკარგა. ოჯახი ცხინვალში ცხოვრობდა, ეთნოკონფლიქტის შემდეგ კი გორში გადავიდნენ.

"როცა რუსეთი შემოგვესია იძულებულები ვიყავით ჩვენ დაგვეცვა, მითუმეტეს ჯარისკაცებს უნდა დაეცვათ ჩვენი სამშობლო, ამიტომ, იმ ბრძოლაში, სხვებთან ერთად, ჩემი შვილებიც ჩაერთნენ, რადგან ჯარისკაცები იყვნენ, წავიდნენ, 7-სი გავიდნენ აქედან, ისინი სატანკო ბრიგადაში მსახურობდნენ, გია იყო ოცმეთაური. მთლიანად ბატალიონი წავიდა ცხინვალის მისადგომებთან, იქ მაგარი ბრძოლები იყო, ვაჟკაცურად იბრძოლეს და დაიღუპნენ იქ. ისინი იყვნენ ცხინვალელები და ცხინვალში დარჩნენ. მათი გვამი ახლაც არ არსებობს, უბრალოდ საფლავებია თბილისში", - ამბობს მურაზ რომელაშვილი.

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 2 232 სამხედრო და სამოქალაქო პირი. მცოცავი ოკუპაცია და მოქალაქეების გატაცება დღემდე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი