უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმა აღკვეთეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღკვეთეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე სავარაუდო თავდასხმა. უწყებაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტის მკვლელობა მისი ნიკოლაევის ოლქში ვიზიტისას იგეგმებოდა.

უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დააკავა რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმატორი ქალი, რომელიც უწყების ცნობით, ზელენსკის ვიზიტის წინ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის გადაადგილების სავარაუდო მარშრუტზე. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"დაკავებული ოჩაკოვის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საბრძოლო მასალის მდებარეობის იდენტიფიცირებას, „რუსი კურატორების“ დავალებით ცდილობდა. ის რეგიონის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო მაღაზიაში ყოფილი გამყიდველი იყო. სადაზვერვო ინფორმაციას კი რეგიონის მთელ ტერიტორიაზე აგროვებდა და იღებდა უკრაინული ობიექტების მდებარეობას. დაკავებულს ბრალი წაყენებული აქვს  უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულების, იარაღის და საბრძოლო მასალის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების ან განლაგების შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელებას გულისხმობს", - განაცხადა უწყების სპიკერმა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი