საშიში ზონები საქართველოში - მეწყერსაშიშ ადგილებში შეუქცევადი პროცესებია დაწყებული

გამოქვეყნდა:

შოვის უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად ხელისუფლება კვლავ რეაგირების გარეშე ტოვებს იმ სახიფათო ტერიტორიებს, სადაც მოსახლეობას მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევს ცხოვრება.  სოციალური ქსელები მოიცვა რიგითი მოქალაქეების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ და ფოტოებმა, სადაც კარგად ჩანს, რომ მეწყერსაშიშ ადგილებში შეუქცევადი პროცესებია დაწყებული.  შესაძლოა სტიქიური უბედურების ეპიცენტრად ნებისმიერ დროს გახდეს, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველო და ამ ფონზე ადგილობრივი მთავრობების მიერ ისევ გაიცემა მშენებლობის ნებართვები, მიუხედავად იმისა რომ კონსტრუქციები მდინარის ჭალაში დგას და მდინარეც არაერთხელ ადიდებულა. მეცნიერები მოსალოდნელ საფრთხეებზე ხელისუფლებას აფრთხილებენ, მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდება. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი