როგორ მუშაობს ადრეული გაფრთხილების სისტემა - უცხოეთის გამოცდილება

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მხრიდან  პასუხისმგებლობის არიდების მცდელობის მიუხედავად, სპეციალისტები ცალსახად აცხადებენ რომ შოვის ტრაგედიის ამ მასშტაბების თავიდან არიდება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ იარსებებდა წინასწარი შეტყობინების გამართული სისტემები. 

საქართველოს რთული გეოლოგიური ვითარებისა და გლობალური დათბობის პირობებში ეს საკითხი ხელისუფლების ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, მით უფრო რომ ქვეყანას საერთაშორისო დონორების მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს. საქართველომ პარტნიორებისგან სისტემების დასამონტაჟებლად 70 მილიონი დოლარი მიიღო. ჩნდება კითხვა, რატომ არ უზრუნველყო ხელისუფლებამ თანამედროვე სისტემების დამონტაჟება, რომელსაც უმძიმესი ტრაგედიის მძიმე შედეგების მინიმუმამდე დაყვანა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი