დღეს, 13 აგვისტოს, ხანძარი იყო ცხრა ძმის ქუჩაზე. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, დამწვარია 100 კვ/მ ფართობი. ხანძრის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლი მთლიანადაა დამწვარი.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობს, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.