ვითარება სტიქიის ზონაში - ინფრასტრუქტურის სამინისტროს განახლებული ინფორმაცია

გამოქვეყნდა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისათვის არსებული ვითარების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საძიებო სამუშაოებისათვის მობილიზებულია 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა.

"მძიმე ტექნიკის ოპერატორები, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მეთვალყურეობით. 
დღეს მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის იმ ზონასთან, სადაც დარჩენილი იყო დამსვენებელთა კერძო ავტომანქანები. მფლობელებს უკვე დაუბრუნდა 10 ავტომანქანა და ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება." ნათქვამია ინფორმაციაში.

 სხვა მხრივ კი ადგილზე ვითარება უცვლელია. ინტენსიური სამაშველო ოპერაციის მიუხედავად მაშველებმა დღეს ვერცერთი დაკარგულის კვალს ვერ მიაგნეს.  სამძებრო სამუშაოები 25 კილომეტრის რადიუსში მიმდინარეობს, ხვალიდან კი სამაშველო ოპერაცია  მდინარე ჭანჭახის კალაპოტში ნავებით გაგრძელდება. 

ამ დროის მონაცემებით შოვის ტრაგედიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 12 კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი