რიკოთის გზა შესაძლოა ერთ ერთ ყველაზე სახიფათო ტერიტორიად იქცეს. სპეციალისტები საგანგაშო დასკვნას აკეთებენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის ყველაზე დატვირთულ მაგისტრალზე გადაადგილება ახლა უფრო საშიშია ვიდრე ეს მშენებლობის დაწყებამდე იყო. რიკოთი პოტენციური კატასტროფის კერად მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებისას დაშვებული შეცდომების გამო იქცა. გაზრდილი რისკების გათვალისწინებით, "ლელო" რიკოთზე სასწრაფო მონიტორინგს და საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას მოითხოვს. ოპოზიციის ნაწილი კი ინფრასტრუქტურის მინისტრის - ირაკლი ქარსელაძის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და მას პარლამენტში იბარებს.