დაგეგმილია კომპლექს "ლაგუნას" აღდგენა, მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა - კომპანიის განცხადება

გამოქვეყნდა:

ლაგუნა ვერეს ახალი მფლობელი შპს "ნეო სითი დეველოპმენტმა" ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სპორტულ- გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე
დაუბრუნდება. 

7 აგვისტოს,  "ნეო დეველპპმენტსა" და "შპს ლაგუნა ვერეს" შორის გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება.

"ტრანზაქციის დასრულების შემდგომ ლაგუნა ვერე გადავა კომპანიის მფლობელობაში. 

დაგეგმილია საცურაო კომპლექს ,,ლაგუნას“ აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები  დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.

კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს", - ნათქვამია განცხადებაში.

იურისტი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ჩანს ივანიშვილის ახირებები და სრულად დამორჩილებული თბილისის მერი. მისი თქმით, ნაცვლად დაპირებისა, რომ ივანიშვილი ლაგუნას მუნიციპალიტეტს მაინც გადასცემდა და ის აღადგენდა, ამ ობიექტით, როგორც ჩანს "ქართუ ფონდმა" მნიშვნელოვანი თანხა იშოვა.

"ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე ამბობს, რომ მერი ვალდებულია მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე ნებართვის გაცემამდე ადგილზე საავტომობილო კვანძი მოაწესრიგოს, რადგან გადაადგილება ლაგუნასთან ისედაც ჭირს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი