ავტოსაგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში - დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა. 

დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი