საბურთალოზე 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია:
03:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, თამარაშვილის, ნუცუბიძის, მინდელის, ბედიას, გამრეკელის, პოლიტკოვსკაიას, ძოწის, საკანდელიძის, უნივერსიტეტის, თოფურიას, თავხელიძის, ქავთარაძის, მარიჯანის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.