შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და ერთი სხეულის ფრაგმენტი. გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები. 10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული ოპერაცია - განაცხადა ქარსელაძემ. 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი