შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან ქართული შეიარაღებული ძალების ოცეული რუსული მოტომსროლელი ასეულის ჩასაფრებაში მოყვა. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა ჯარისკაცებმა ისე იბრძოლეს, რომ ოკუპანტებს დამხმარე ძალის გამოყენება რამდენჯერმე მოუხდათ. ამ ბრძოლას 17 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა, აგვისტოს ომის ეს მონაკვეთი კი ისტორიაში ჩაიწერა, როგორც უკომპრომისო ბრძოლის სიმბოლო.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი