სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფროსი ვასილ ბასილაძე აცხადებს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში დახოცილი ცხოველებიდან ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
მისივე თქმით, პირუტყვის დამარხვა სრული წესების დაცვით მოხდება.
"ამ წუთისთვის, დახოცილი ცხოველებიდან არანაირი რისკი და საფრთხე არ არსებობს ეპიდემიის გავრცელების. ამას ვაცხადებ პირდაპირ კონკრეტულად. რაც შეეხება დახოცილი ცხოველების დამარხვას, ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობა, სურსათის ეროვნული სააგენტო უწევს ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში სააგენტო ჩაატარებს სადეზინფექციო სამუშოებს" - ამბობს ვასილ ბასილაძე
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეძებენ ცხრა ადამიანს.