ფემიციდის მცდელობა ქუთაისში - ქმარმა ცოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი ადამიანი.
სისხლის სამართლის საქმე 11 პრიმა 19-109 მუხლით არის აღძრული, რაც ოჯახის წევრის მიმართ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.