სამოქალაქო პანაშვიდი ონში - სტიქიის შედეგად დაღუპული მეგი და გიგი გუტაშვილები დღეს დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები, დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ონის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, მიმდინარეობდა.

გარდაცვლილების ხსოვნის პატივსაცემად მათი მეგობრები, ნათესავები და რიგითი ადამიანები დილიდან მივიდნენ და კიდევ ერთხელ იხსენებდნენ შემზარავ ტრაგედიას.

ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 20 ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებულია. 9 პირს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 

  • თუ ფლობთ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, დარეკეთ 112-ში ან ცხელ ხაზზე - 598 913 089.
პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი