სავარაუდო თაღლითობა და 100-ზე მეტი დაზარალებული ემიგრანტი - ირკვევა, რომ მძიმე ეკონომიკური პრობლემების გამო ევროპაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს, თაღლითური დაჯგუფების წევრები ბინადრობის მოწმობის სანაცვლოდ 700-დან 1000-მდე ევროს სთხოვდნენ, თანხის მიღების შემდეგ კი სავარაუდო დამნაშავეები გაუჩინარდნენ.
როგორც დაზარალებულები ჰყვებიან, რომ დაჯგუფების წევრები დროდადრო კავშირზე მხოლოდ იმ მიზნით გამოდიან, რომ ემიგრანტებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრონ. მუქარის ამსხაველი ჩანაწერი "მთავარმა არხმა" მოიპოვა.
"წამოვედი საქართველოდან, ჩამოვფრინდი პოლონეთში, ვიმუშავე სადღაც ორთვენახევარი და შემდეგ დავიწყე საბუთების შეტანაზე ძიება, თუ ვისთან და როგორ შევიტანდი. ვნახე ლანა ძიმცეიშვილი და დათო ჩიხლაძე. ესენი იყვნენ ყველაფერზე პასუხისმგებლები, შევიტანთო საბუთებსო, დაგიმზადებთ უმოკლეს ვადაშიო. დრო და დრო მათ ვწერდი, ვურეკავდი, თუ რა ხდებოდა, მეუბნებოდნენ უნდა დაელოდოთო, მეუბნებოდნენ. როცა ადამიანს ფულს ართმევ და პასუხისმგებელი ხარ, ხომ, უნდა დაასრულოს საქმე და მიიყვანო ბოლომდე. ან ახსნა, განმარტო, თუ რა მდგომარეობაა, რატომ არ ხდება.. მაგათი მხრიდან ეს არ ხდება," - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.