ბორჯომის ტყეში ხანძარი იყო

გამოქვეყნდა:

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, ტყეში ხანძარი იყო. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ცეცხლი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა, ცეცხლი დიდ მონაკვეთზე არ გავრცელებულა და მეხანძრეებმა მისი ლიკვიდირება შეძლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი