​"ოცნებისთვის" მიუღებელი სტენსილები | თბილისში გიორგი ანწუხელიძის სტენსილი ისევ წაშალეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სტენსილი თბილისის ქუჩებში ისევ გამოჩნდა. აგვისტოს ომის 15 წლისთავზე ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო საზოგადოებრივი სივრციდან გააქროს, თუმცა სამოქალაქო აქტივისტებმა ეროვნული გმირის გამოსახულება ქუჩებში ისევ დააბრუნეს. 

"არასოდეს დანებდე" - ეს გიორგი ანწუხელიძის მთავარი დანაბარებია, რომელიც მის სტენსილს თან ახლავს. ნახატი "რუმსის" კედელზე თავად სასტუმროს ადმინისტრაციის ნებართვით იყო დატანილი, მაგრამ "მთავარი არხის" მოპოვებულ ვიდეო მასალაში ჩანს, როგორ შლის პოლიციის ზედამხედველობით დასუფთავების სამსახური რუსეთთან ბრძოლის მთავარ სიმბოლოს სასტუმროს კედლიდან. 

"სისტემატურად ვხედავთ, ზოგადად, დროშების წაშლას, როგორც უკრაინის, ევროკავშირის, საქართველოსაც კი. ამ ყველაფერთან ერთად დაიწყეს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, გრაფიტის წაშლაც. წაშალეს პარლამენტის შენობაზე, სადაც სიმბოლურად იყო დატანილი 9 აგვისტოს, როდესაც 15 წლის წინ წამებაში მოკლედ ანწუხელიძე, სწორედ მაგ დღისთვის გავაკეთეთ და ერთი დღეც არ აცადეს. ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც პარლამენტიდან რამდენიმე მეტრში რუსული გრაფიტი გვხვდება და მთელი რუსთაველის გამზირი, რუსული გრაფიტებითაა აჭრელებული. გრაფიტის წაშლა, თან როგორიცაა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, ემსახურება იმ პოლიტიკას, რომ ქართველებმა დავივიწყოთ თუ როგორ ვებრძოდით რუსეთს," - ამბობს ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტებმა სტენსილი სასტუმრო "რუმსის" კედელზე მისი წაშლიდან რამდენიმე საათში ისევ განათავსეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი