ყოროლისწყლის კალაპოტთან ახლოს 60-მდე კოტეჯი უკანონოდ შენდება | მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში მოსახლეობა ღვარცოფული პროცესების საფრთხეზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტთან ახლოს 60-მდე კოტეჯი უკანონოდ შენდება, მდინარის ადიდებამ კი შესაძლოა შეუქცევადი პროცესი გამოიწვიოს და კოტეჯები წყლით დაიფაროს. ინვესტორი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მათივე თქმით, სხვადასხვა დროს მდინარის ადიდებისა და მეწყრის ჩამოწოლის გამო მოსახლეობა ბევრჯერ დაზარალდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სამშენებლო ნებართვები სოფელში უკანონოდაა გაცემული და მათი მთავარი მოთხოვნაა, პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეისწავლოს ნებართვის კანონიერება და მოხდეს კოტეჯების დემონტაჟი.

"ყიდვა აუქციონის სახით 2020 წელს მოხდა. 2021 წლიდან დაიწყო აქტიური სამუშაოები. არაერთხელ ვეცადეთ, რომ კომპანიასთან დაგვემყარებინა კავშირი, მაგრამ, უშედეგოდ. როგოც ხედავთ, არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული, არც უსაფრთხოების ნორმებია დაცული და გვაინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა კოტეჯები და თუ უსაფრთხო არ არის დაუყოვნებლივ მოხდეს მისი დემონტაჟი... ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ 15-16 კოტეჯზეა ნებართვა გაცემული, დანარჩენი  უნებართვოდ შენდება," - აცხადებს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ირაკლი ჩხაიძე.

თუმცა, არც ოპოზიციას და არც სპეციალისტებს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის მხრიდან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი