შოვში დაღუპულთა შორის იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი პირი - მანანა ჯაჭვაძე.
ჯაჭვაძე სტიქიის ადგილას დედასთან, მარინა ხორბალაძესთან - და შვილთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება - მაშველები 4 წლის გიორგის ჯერ კიდევ ეძებენ.
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 22 იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.