რუსთავის ერთ-ერთ საწარმოში 50 წლამდე კაცი მარგანეცის ქვეშ მოყვა და ადგილზე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

რუსთავში ქიმიურ საწარმო შპს "ემენ ქემიკალ ჯორჯიაში" მუშა დაიღუპა - "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საწარმოში მარგანეცის დასაგროვებელმა ბუნკერმა სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგარი 50 წლამდე მამაკაცი მარგანეცის ქვეშ მოიყოლა.

მუშა ადგილზე დაიღუპა

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი