3 აგვისტოს ვიდეოგრაფიკა - რა ჩანს სტიქიის გააქტიურებამდე 2 საათით და 15 წუთით ადრე გადაღებულ სატელიტურ მასალაში

გამოქვეყნდა:

შეუსაბამო გარემოებები სახელმწიფო დასკვნაში. დღეს გავრცელებული შოვის სატელიტური ფოტომასალით დგინდება, რომ 3 აგვისტოს,  სტიქიის გააქტიურებამდე თითქმის 2 საათნახევრით ადრე  მყინვარის ბორცვის სამხრეთ-აღმოსავლეთით წყლის მომატება ანუ ყინულის დნობა უკვე დაწყებული იყო, რაც დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაზრებით ნიშნავს მხოლოდ ერთს - შეუქცევადი პროცესის წინასწარ განსაზღვრა შესაძლებელი იყო და დროული რეაგირების შემთხვევაში ხელისუფლება ტრაგედიას თავიდან აიცილებდა.

ქართველმა გეოლოგებმა უკვე მიიღეს უცხოელი კოლეგებისგან დამატებითი მასალები, სადაც ჩანს, რომ მყინვარ ბუბაზე მიწის მასა ჯერ კიდევ 27 ივლისს მოწყდა. გეოლოგები ეჭვობენ, რომ ამ შუალედში, შოვიდან დაახლოებით 7 კილომეტრში , მდინარე ბუბაზე  კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებული იყო ანუ მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი იქ უკვე  ერთი კვირის  დაწყებული იყო, რასაც თავისუფლად შეეძლო  მდინარის გადაკეტვა  გამოეწვია. 

ტელეოლოგები ამბობენ, რომ გამართული მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ტრაგედიის მასშტაბის შემცირება - პროცესების აღმოჩენა და ხალხის დროულად ევაკუაცია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი შოვში მყინვარზე ადრეული შეტყობინების სისტემა იქნებოდა დამონტაჟებული დასახლებამდე შლამის ჩამოსვლამდე დასახელებული დრო, 8 წუთიც კი სრულიად საკმარისი იქნებოდა მოსახლეობას უსაფრთხო ადგილისთვის შეეფარებინა თავი.  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი