ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი ვაგონები და გაუსაძლისი სიცხე- წლებია ოზურგეთი-თბილისის მატარებლის მგზავრებს დედაქალაქამდე ამ მძიმე პირობებში უწევთ მგზავრობა. გურულების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც რომ ე.წ. ჩქარი მატარებელი სინამდვილეში ძალიან ნელია და არა მხოლოდ გურულებისთვის. ოზურგეთიდან თბილისში ჩამოსვლას ძველი მატარებელი 9 საათს ანდომებს. სიცხეების დადგომასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ვაგონებში გაფუჭებულია კონდიცირების სისტემაც და ტემპერატურა ხშირ შემთხვევაში მატარებელში 42 გრადუსს აჭარბებს.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე, ზურა პეტროსიანი