გაჭირვება, უმუშევრობა და უიმედობა - საქართველო მოსახლეობისგან იცლება

გამოქვეყნდა:

გაჭირვება, უმუშევრობა და სრული უიმედობა - პრობლემების ჩამონათვალი უცვლელია, გამოსავალი კი მხოლოდ ერთი - ემიგრაცია! 

2022 წელს ჩვენი ქვეყანა მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ დატოვა.  უცხო ქვეყანაში შემოსავლის მისაღებად ბოლო ერთ წელში 100 000 - ზე მეტი ადამიანი წავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო დღეს ემიგრაციის ქვეყნად იქცა. მორიგ ჯერზე მძიმე სტატისტიკა კვლევამ დაადასტურა. საქართველო მოსახლეობისგან იცლება - უკეთესი ცხოვრების მოლოდინში ქართველები ევროპისა და შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახურს აკითხავენ, თუმცა უფრო ხშირად ქვეყნიდან  გასაქცევად არალეგალურ გზას ირჩევენ.  

ბოლო საგანგაშო მონაცემებს "ფიემსიჯი" კვლევითი ცენტრი აქვეყნებს. 

სანამ ხელისუფლება ქვეყნის შიგნით ამტკიცებს, რომ ეკონომიკური აღმავლობა აქვს, მოსახლეობა მძიმე პრობლემების მოგვარების იმედით საქართველოს ტოვებს, მათ ადგილს კი ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსახლებული რუსეთის მოქალაქეები იკავებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი