14 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - მისამართები

გამოქვეყნდა:

"თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისში, 14 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის  დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის(ნაწილობრივ), კალოუბნის, შუამთის და ელდარის ქუჩების მოსახლეობას.  

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნადირა ხოშარაულის, რაფიელ აგლაძის, სტანისლავსკის და დავით ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის და ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბანოს, ახუნდოვის, მირზა შაფი ლაზახის, ფირდოუსის, ბააზოვის, გორგასლის, ხარფუხის, შუშინის, იაკობ ცურტაველის, იოსებ გრიშაშვილის, ხონელის და ტაბახმელის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, რაფიელ ერისთავის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი