ამბროლაურში, სოფელ ძირაგეულის თავზე ხანძარი გაჩნდა

გამოქვეყნდა:

ამბროლაურის რაიონში, სოფელ ძირაგეულის თავზე ხანძარია. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ეთო არსანიძე ავრცელებს და წერს, რომ ცეცხლი მოსახლეობიდან, დაახლოებით 2 კმ-ში გაჩნდა. 

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა "მთავარ არხს" განუცხადა, ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი