GWP-ს განცხადებით, ხვალ, 15 აგვისტოს, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ, კომპანია წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანია ამბობს, რომ ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან, 17 აგვისტოს 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში:
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.