მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა - მოძრაობა შეჩერებულია

გამოქვეყნდა:

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ცნობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია.

"სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი