იპოვეს 11 წლის გოგო, რომელიც დღეს თბილისში დაიკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახის წევრები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, ბავშვის სახლიდან გაიპარა.
მამიდა წერს, რომ ბავშვი ერთ-ერთი ბანკის ფილიალის თანამშრომლებმა შეამჩნიეს და მოუარეს, მანამ, სანამ ახლობლები მივიდოდნენ.
ბავშვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 1 საათის წინ გავრცელდა.