შოვში სტიქიის ზონა და იქ მიმდინარე სამუშაოები მომხდარიდან მეთორმეტე დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა შეაჯამა და აღნიშნა, რომ დღეს მხოლოდ ერთი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო ძებნის სამუშაოების არეალი ამბროლაურამდე გაფართოვდა.
''დღეს ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, ნანახია ადამიანის ფრაგმენტი, კერძოდ ქვედა კიდურზეა საუბარი და ასევე სტიქიის ეპიცენტრში ნანახია ავტომობილი ''ჰიუნდაი''. პროცედურები მიმდინარეობს და დნმ-ის პასუხებს ველოდებით. ეს არის ხუთი ადამიანი, დღეს ნანახი გარდაცვლილის ჩათვლით. ინტენსიურად გრძელდება მდინარეზე საძიებო სამუშაოები, ამბროლაურის ტერიტორიამდე.'' - თქვა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში 25 გარდაცვლილია ნაპოვნი და 8 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.