ხელჩართული ჩხუბი ბათუმის ბულვარში - ერთ-ერთი კლუბის დაცვამ სტუმარს სცემა

გამოქვეყნდა:

ბათუმის ბულვარში, ერთ-ერთი კლუბის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები სტუმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ინფორმაციას და მომხდარის ამსახველ ვიდეოკადრებს TV 25 ავრცელებს.

ინციდენტი რამდენიმე წუთი გრძელდება. კონფლიქტში ერთვება პოლიციაც, თუმცა სამართალდამცავებს ძალის გადამეტებაზე რეაქცია არ ჰქონიათ.

"დაცვა მოქმედებდა ძალის გადამეტებით, რის გამოც გადავწყვიტე ვიდეო გადაღება. დაცვის თანამშრომელმა გადაღებული ვიდეოს წაშლა მომთხოვა, ხელები გადამიგრიხა და ტელეფონი გამომგლიჯა. მეგობართან ერთად ვიყავი კლუბში, აღმოჩნდა, რომ ალყაში მოგვაქციეს და ჩაგვიკეტეს გასასვლელი გზა. ვიდეოს გადაღება მეგობარმა გააგრძელა. რა თქმა უნდა საჩივარი დავწერე პოლიციაში და ველოდები რეაგირებას," - ამბობს მოქალაქე სოციალურ ქსელში მიმართვისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი