"გონივრული ვადა თავდება" - კალაძე აღმაშენებელზე მდებარე ღია კაფე-ბარების მეპატრონეებს აფრთხილებს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერმა  აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარების მფლობელებს მორიგი გაფრთხილება მისცა და 25 აგვისტომდე სივრცეების კანონის ფარგლებში მოწესრიგება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კახა კალაძის თქმით, მუნიციპალური ინსპექცია დაწესებულებების დემონტაჟს განახორციელებს:

"გონივრული ვადა თავდება, დასასრულს უახლოვდება, აგვისტოს 25 რიცხვამდე თუ არ იქნება მოწესრიგებული აღნიშნული სივრცეები კანონის ფარგლებში, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალური ინსპექცია თავად განახორციელებს აღნიშნულის დემონტაჟს. გეძლევათ უფლება და გავალებთ მუნიციპალურ ინსპექციას, 24 აგვისტომდე თუ არ იქნება შემოსული შესაბამისი წინადადებები არქიტექტურულ ნაწილში თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია და მოწესრიგება, რა თქმა უნდა, უნდა ვიმოქმედოთ და მოვაწესრიგოთ, რადგან უამრავი ადამიანი გამოთქვამს გულისტკივილს“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, პირველად კაფე-ბარების მეპატრონეები კალაძემ 26 ივლისს გააფრთხილა და აღნიშნა რომ აღმაშენებლის გამზირზე, 40-მდე ღია კაფე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებდა. კალაძემ მესაკუთრეებს დოკუმენტების მოწესრიგება მოსთხოვა.

კალაძის თქმით, კაფეების ქაოტური განლაგება ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას პრობლემას უქმნის. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი