"არც გზა გვაქვს და არც წყალი, დავიღალეთ დაპირებებით" - მარნეულში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

გამოქვეყნდა:

მარნეულში მოსახლეობამ გზა გადაკეტა და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვს. მარნეულის მცხოვრებლებმა ამ ფორმით ინფრასტრუქტურულ და სასმელი წყლის პრობლემები გააპროტესტეს. 

"დავიღალეთ დაპირებებით, ქალაქში ვცხოვრობთ და არც გზა გვაქვს და არც სასმელი წყალი, რომელი საუკუნეა. 3 წელია ამ დღეში ვართ. ასფალტი ათხარეს და დაგვპირდნენ 24-საათიანი წყალი და ახალი გზა გექნებათო, მაგრამ წლებია მტვერში და უწყლოობაში გვაცხოვრებენ. ამიტომაც, დღეს გზა გადავკეტეთ," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მოგვიანებით აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და ხალხს წყლის პრობლემის მოგვარებას მორიგ ჯერზე დაპირდნენ, თუმცა მოსახლეობას მათი აღარ სჯერა. 

საბოლოოდ, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ გადაკეტილი საავტომობილო გზის გახსნა მაინც შეძლო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი