სოფელ გლოლაში გლოვაა. სოფლის სკოლაში სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილი გენადი სულთანიშვილის და სოფო ბაკურაძის ცხედრები დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
პარალელურად, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. 8 ადამიანი ისევ დაკარგულად ითვლება. შსს-ს ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90% გადამოწმებულია.