ტურისტული ზონა მაშველების გარეშე | 15 წლის ბიჭის ცხედარი სიონის ტბიდან თბილისიდან ჩასულმა მყვინთავებმა ამოასვენეს - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

სიონის წყალსაცავში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო. თვითმხილველები ყვებიან, რომ ბიჭი წყალმა მოულოდნელად გაიტაცა და მისი დახმარება ვერავინ შეძლო. მითუმეტეს, რომ წყალსაცავზე, რომელიც ტურისტული ზონაა და სადაც ზაფხულობით დამსვენებლების რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს, არ არიან მაშველები.

პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თვითმხილველების თქმით ადგილზე 20 წუთის დაგვიანებით მივიდნენ - წყლიდან ცხედრის ამოსატანად კი მყვინთავები თბილისიდან გამოიძახეს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი