რაჭაში, სტიქიური უბედურების ზონაში, კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. საერთო ჯამში მაშველების მიერ მიწის მასაში 26 ადამიანია ნაპოვნი. პარალელურად, საძიებო ღონისძიებები სტიქიური უბედურების ზონაში გრძელდება.
დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა და შემდეგ უკანასკნელ გზაზე გააცილეს სტიქიის შედეგად გარდაცვლილი გენადი სულთანიშვილი და სოფო ბაკურიძე. ამ დრომდე ტრაგიკულად მძიმეა ახალგაზრდა ქალის მარიტა გუტაშვილის მდგომარეობა, რომელმაც სტიქიის შედეგად ოჯახის 9 წევრი დაკარგა. ქალი აანონსებს, რომ ბევრი აქვს სათქმელი და ალაპარაკდება მას შემდეგ, რაც ყველა გარდაცვლილ ნათესავს იპოვის და დაკრძალავს.