საპენსიო სააგენტოს ახალი ინციტივა ძალაშია. ქვეყნის მოქალაქეებმა ახლა თავად უნდა გადაწყვიტონ რამდენად რისკიან ბიზნესში დაბანდდება მათი საპენსიო დანაზოგი. თუმცა, ეკონომისტები თანხის ასეთი განაწილების პრინციპისა და პროექტის ხარვეზებზე უკვე საუბრობენ. განსაკუთრებით გაუგებარია მექანიზმი, რომელიც გულისხმობს მაღალი რისკის ზონაში მოხვედრას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დაავიწყდებათ საკუთარი არჩევანის გაკეთება. და ასეთების რიცხვი საკმაოდ დიდი იქნება, ვინაიდან, "მთავარი არხის" გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლების დიდი ნაწილი საპენსიო სისტემის შესახებ საკმარისად ინფორმირებული არ არის.