პირველი ივნისიდან 23 ივლისის პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანი

გამოქვეყნდა:

2023 წლის ზაფხულში, პირველი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში 22 ადამიანი დაიხრჩო. სტატისტიკურ მონაცემებს "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში, 3 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი, ზღვაში დაიხრჩო; 12 პირი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი - მდინარეში; 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი - ტბაში; 1 არასრულწლოვანი აუზში.

ამავე საანგარიშო პერიოდში მაშველებმა 67 ადამიანი გადაარჩინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი