სოფელ კურდღელაურში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ 4 თვეა ხელფასი არ აუღიათ

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს უკვე მეოთხე თვეა, ხელფასი არ აუღიათ. ამ მიზეზით, მშენებარე ობიექტიდან 50-მდე დასაქმებული წავიდა.

სამსახურში დარჩენილები ამბობენ, რომ დავალიანება ათასობით ლარა, თუმცა, მათი ხელმძღვანელი პირი ამ დრომდე მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება.

მუშების თქმით, მათთან არც კვებაა მოწესრიგებული, რის გამოც ვალი დაუგროვდათ. დასაქმებულები ასევე ამბობენ, რომ ხელმძღვანელი მათ პირად შეურაცხყოფას აყენებს.

"გააგრძელე მუშაობა, საბავშვო ბაღი რომ დამთავრდება, ფულს ეგრევე მოგცემო. [...] ყოველ თვის ბოლოში, 5-დან 10 რიცხვამდე, იქნება ხელში ფული, ბარათზე არა. ეს იყო სიტყვა, 70 დღეა აქ ვარ უკვე, 200 ლარზე მეტი მე არ მინახავს", - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, თებერვალში დაიწყო და მაისის თვეში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია "სათავე +" ასრულებს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი